ბათუმის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციას საკრებულომ მხარი დაუჭრა

16 მარტი 2018, 00:00 1688 ნახვა

ბათუმის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციას საკრებულომ მხარი დაუჭრა. დღეს საქალაქო სამსახურების დებულებები დამტკიცდა. ოპოზიცია რეორგანიზაციის გეგმას იწუნებს. მმართველი ძალა კი ეფექტურ და შედეგიან სტრატეგიაზე აკეთებს აქცენტს.  

მერი ამბობს, რომ შრომითი ხელშეკრულება სავარაუდოდ  100-მდე დასაქმებულს შეუწყდება. რეორგანიზაციის შედეგად ბათუმის მერიაში  რამდენიმე აიპი გაუქმდა. ბათუმის მერს ნაცვლად 2-სა 3 მოადგილე ეყოლება. უქმდება რწმუნებულების პოზიცია. 

ამავე კატეგორიაში