ევროკავშირმა 8 პროექტისთვის საქართველოში 11  მილიონი ლარი გამოყო

16 მარტი 2018, 00:00 1966 ნახვა

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ევროკავშირმა 11  მილიონი ლარი გამოყო. თანხით 8 პროექტი დაფინანსდება. საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენის ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი იმყოფებოდა.

საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შორის არის: სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობა; ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანთა უფლებები; ბავშვებზე ზრუნვა; წყალი, სანიტარია, ჰიგიენა; სამოქალაქო მონაწილეობა.

ამავე კატეგორიაში