ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ''ქართული მარშის'' წევრები მივიდნენ

16 მარტი 2018, 00:00 3045 ნახვა

ბათუმის საკრებულოში "ქართული მარშის" წევრები მივდიდნენ. მოძრაობის წევრებმა, რამდენიმე დღის წინ, 13 მარტს, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბათუმის საკრებულო ქალაქში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმის წინააღმდეგია. 

ქართული მარშის წევრებს, ბათუმის საკრებულომ წერილობით უპასუხა და აღნიშნა, რომ „ქართული მარშის“  განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. 

"ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიაჩნია, რომ დავით აღმაშენებელი არის სიმბოლო ერთიანი და ძლიერი საქართველოსი და მისი ძეგლის დადგმის საკითხი არ შეიძლება გახდეს დაპირისპირების და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. 
რაც შეეხება ბათუმის საკრებულოს მიერ „საზოგადოებრივი მოძრაობა ეროვნულებისადმი“ გაცემულ წერილობით პასუხს, რომ საკითხის გათვალისწინება ვერ მოხერხდა მიმდინარე წლის ბიუჯეტში, განვმარტავთ: აღნიშნულმა ორგანიზაციამ ძეგლის დადგმის თხოვნით წინა მოწვევის საკრებულოს 2017 წელს, აგვისტოს ბოლოს მიმართა, მაშინ, როცა ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმარება თითქმის დასრულებული იყო. 

მოგეხსენებათ, აღნიშნული საკითხის ბიუჯეტში გათვალისწინება საჭიროებდა გარკვეული პროცედურების გავლას და ხარჯთაღიცხვის წარმოდგენას, ასევე, საზოგადოების ჩართულობას, საჯარო დისკუსიებს, თუ სად, როდის და რა ესკიზით დადგმულიყო ძეგლი, რის გამოც ვერ მოხერხდა მისი 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინება. 
ბათუმის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტით დაგეგმილია 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის განთავსება, რაზეც უკვე გამოცხადებულია ტენდერი და ბიუჯეტიდან გამოყოფილია 100 ათასი ლარი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტი უარს ამბობს დავით აღმაშენებლის ძეგლის აღმართვაზე. მუნიციპალიტეტი გეგმავს მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში გაითვალისწინოს ყველა ის საკითხი, რაც ძეგლის დადგმის პროცედურებს უკავშირდება“ - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი