ახალი ავტობუსების შესაძენად ტენდერი დასრულდა

15 მარტი 2018, 00:00 3726 ნახვა

''ჩერსკასკი ავტობუს''  ბათუმის მერიის მიერ  მუნიციპალური ავტობუსების შესასყიდად  გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ  მიიღო მონაწილეობა. სატენდრო პაკეტები თვიმმართველობაში ტენდერის დასრულების შემდეგ, რამდენიმე წუთში გაიხსნა. მერიამ კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტი უნდა შეისწავლოს, რისთვისაც ვადა დაახლოებით 2 თვე აქვთ. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, დააკმაყოფილა თუ არა უკრაინულ-იაპონურმა კომპანიამ ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

პირველ ეტაპზე კომპანიამ  დიზელის საწვავზე მომუშავე ტრანსპორტის ხოლო შემდეგ ელექტრო ავტობუსების შემოყვანა უნდა უზრუნველყოს, რომელიც 60 ადამიანზე იქნება გათვლილი და არსებულთან შედარებით, როგორც მერიაში ამბობენ  ხარჯს 50%-ით შეამცირებს.

პროექტისთვის 7 მილიონ ნახევარი ევროა გამოყოფილი. აქედან მილიონ ნახევრი გრანტის თანხაა, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო. დარჩენილი 6 მილიონი კი დაბალპროცენტიანი სესხია, რომელიც სახელმწიფომ იბიარდისგან აიღო. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი