"გაჭირვების დროს უნდა თქვათ, რომ ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადაგვარჩენს"- ამ სიტყვებით მიმართა პატრიარქმა დღეს მრევლს ქადაგებისას. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს. ილია მეორის თქმით, განსაცდელი ადამიანისთვის ღვთისგან ბოძებული ჯვარია.
ილია მეორემ მეორე მსოფლიო ომის პერიოდი და ქალის ისტორია გაიხსენა, რომლის მეუღლე და შვილები ომში წაიყვანეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, მისთვის ილოცონ.