“ნაციონალური მოძრაობა” კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს

10 მარტი 2018, 00:00 2391 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის” წევრი მირდატ ქამადაძე მთავრობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ ბათუმში რუსთაველის 51 ნომერში  კომპანია „ალიანს ფრივილიჯი” 54- სართულიან კომპლექსს ნებართვის გარეშე აშენებს. მირდატ ქამადაძის თქმით მას შემდეგ, რაც კომპანია მიწას საკუთრებაში  მიიღებდა 15 თვის განმავლობაში ნებართვის აღების ვალდებულება ჰქონდა. მთავრობამ კი ხელშეკრულებით დარღვეული ვალდებულებების გამო კომპანია გამოწვეული პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლა. ქამადაძის მტკიცებით ფაქტს, რომ კომპანია ჯარიმისგან გათავისუფლდა მიმდინარე წლის  19 თებერვალს გამოცემული მთავრობის თავმჯდომარის  ბრძანებაც ადასტურებს.

“ნაციონალურ მოძრაობის” წევრს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა უპასუხა. გელა ცინცაძის თქმით კომპანიამ ბათუმის მერიაში წარადგინა მშენებლობის პროექტი თუმცა მერიისგან რეკომენდაციები მიიღო რისთვისაც პროექტის გადასაკეთებლად დრო დასჭირდა. ცინცაძის თქმით   განცხადების გათვალისწინებით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დამატებითი ვადა მისცა  და ხელშეკრულების წესით ვალდებულების შესრულება  მიმდინარე წლის 1 ივნისამდე განესაზღვრა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი