რამდენიმე საათი პრემიერამდე

10 მარტი 2018, 00:00 953 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მოზარდმაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში დღეს პრემიერაა. “თოვლია” ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა დავით მაცხონაშვილმა, რიუნოსკე აკუტაგავას ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით დადგა.

თოჯინური წარმოდგენა გასართობთან ერთად შემეცნებითი ხასიათისაა, სცენიდან თოჯინები მეგობრობაზე, მეგობრისთვის თავგანწირვაზე და უანგაროდ ჩადენილ გმირობაზე მოგვიყვებიან. თეატრის ექვსი მსახიობი, შემოქმედებითი და ტექნიკური პერსონალი სპექტაკლზე ორი თვე მუშაობდა. სპექტაკლის პრემიერა დღეს 13 სა და 19 საათზე დაიწყება. 11 მარტს კი 13 საათზე.

ამავე კატეგორიაში