"რუსულ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის მერია პარტნიორი და დამფინანსებელია პროექტის - ,,რუსეთი და საქართველო: ერთმანეთთან შესახვედრად“, სიმართლეს არ შეესაბამება. თვითმმართველობა მსგავსი ტიპის დეზინფორმაციას ემიჯნება" - ოფიციალური განცხადება მერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
პეტროზავოდსკის საქალაქო ოლქის კულტურის მართვის ვებგვერდის მიერ 9 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის მერია ფორუმის პარტნიორია.
თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ "მერიის მხრიდან დაუყოვნებლივ გატარდება შესაბამისი ზომები, ვებგვერდზე გავრცელებული მცდარი ინფორმაციის შესასწორებლად".