საქართველოდან მიგრანტთა ნაკადის შესაჩერებლად საფრანგეთსა და გერმანიაში პირობებს ამკაცრებენ

06 მარტი 2018, 00:00 2250 ნახვა

გერმანიის შემდეგ საფრანგეთი – ევროპის კიდევ ერთი წამყვანი ქვეყნის დიპლომატი საუბრობს საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი კრიმინალური დანაშაულების გახშირებასა და თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილ რიცხვზე.

პასკალ მენიე ამასთან აცხადებს, რომ მოქალაქეების სამარცხვინო საქციელის გამო არ უნდა დაისაჯონ ადამიანები, რომლებიც ღირსეულად იყენებენ უვიზო მიმოსვლის პირობებს. გაზრდილი კრიმინალით შეწუხებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა.

სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვევა გერმანიასა და საფრანგეთს, მანამდე გერმანიის დელეგაცია იმყოფება ორდღიანი ვიზიტით საქართველოში.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი