უვიზო მიმოსვლა - პარლამენტარების შეფასებები

06 მარტი 2018, 00:00 1650 ნახვა

უვიზოდ მიმოსვლის შესახებ განცხადებები გაკეთდა დღეს პარლამენტში.  პარლამენტის თავმჯდომარის პირველი  მოადგილე  მიიჩნევს, რომ   მოქალაქეები საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ შეთანხმებას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ.

უმრავლესობაში ასევე განმარტავენ, რომ საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს მუდმივი დიალოგი აქვს ყველა ქვეყანასთან, რათა შენარჩუნდეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.  

მიგრანტთა რაოდენობის შესამცირებლად გამოსავალს  ოპოზიციაში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ხედავენ. ამასთან იუსტიციის სამინისტრომ დღეს მთავრობის სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც გვარის შეცვლისთვის ახალი რეგულაციები დაწესდება, რაც პრემიერ-მინისტრის თქმით ვიზის გარეშე მიმოსვლის შეჩერების რისკის პრევენციაა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი