ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2018 წლის თებერვალში საქართველოს 440 806 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72 ათას 796-ით მეტია. თებერვალში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 19.8%-ით, ტურისტების კი 27.1%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და ირანიდან განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. თებერვალში ჩამოსული ვისზიტორების უმრავლესობა გაერთიანებული სამეფოდან, ლიტვან, საფრანგეთითან და გერმანიიდან იყვნენ.