აქციას “Peace > war!” ბათუმიც უერთდება

04 მარტი 2018, 00:00 2397 ნახვა

მშივიდობა ომზე მეტია” აქცია ამ სახელწოდებით ცოტა ხანში ერთდროულად საქართველოს 12 ქალაქში დაიწყება. აქცია ბათუმში დრამატული თეატრის შენობასთან  იგეგმება.  ინიციატორები არჩილ ტატუნაშვილის დაუყოვნებლივ გადმოსვენებასა და საქართველოს ორი დაკავებული მოქალაქის დროულად გათავისუფლებას ითხოვენ.

ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას შეუერთდა ფეხბურთის ფედერაციაც, რის გამოც დღეს დაგეგმილი მატჩები გადაიდო. აქციას სოლიდარობას უცხადებენ სხვადასხვა ორგანიზაციები, კვებისა და კომერციული ობიექტები და აქციის პერიოდში, მუშაობას წყვეტენ.

ამავე კატეგორიაში