იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა ბათუმში

03 მარტი 2018, 00:00 2123 ნახვა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლოა ბათუმის საქალაქო სასამართლოში  გასვლითი სხდომა გამართოს. ამის აუცილებლობაზე საბჭოს წევრ და არაწევრმა მოსამართლეებმა  ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლე ირაკლი შავაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. შეხვედრაზე  ირაკლი შავაძემ  ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ზეწოლაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. მისი მტკიცებით,მას უვადოდ მოსამართლედ დანიშვნაზე უარი, დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილებით ეთქვა.

დავით მამისეიშვილმა ბრალდებები უარყო და  მოითხოვს, სიმართლის დადგენის შემთხვევაში ირაკლი შავაძემ  სიცრუის ტირაჟირებისთვის  პასუხი აგოს.  გამოძიების დაწყების შემთხვევაში ორივე მხარე მზადაა პროკურატურასთან ითანამშრომლოს.  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, მათ აღნიშნული საქმის გამოძიების  ბერკეტი არ  გააჩნიათ, თუმცა დაინტერესდებიან  ბათუმის საქალაქო სასამართლოში არსებული ვითარებით. მესამე სექტორი  გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი