შეხვედრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებთან

02 მარტი 2018, 00:00 1899 ნახვა

მოსამართლე ირაკლი შავაძე მზად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ და არაწევრ მოსამართლეებთან ისაუბროს, იმ ბრალდებების შესახებ, რომელიც მან ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს წაუყენა. შეხვდრის დაწყებამდე მხარეებმა ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთეს. შავაძე მზად არის,  საბჭოს წევრებთან დავით მამისეიშვილთან არსებულ კონფლიქტზე და ამ დაპირისპირების გამომწვევ მიზეზებზე არგუმენტირებულად ისაუბროს.

მოსამართლე აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია საბჭოს წევრებისთვის არ იქნება ახალი, რადგან ირაკლი შავაძის მტკიცებით,  დავით მამისეიშვილის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ საბჭოს თავმჯდომარე ინფორმირებული იყო. შავაძის განცხადებებს აბსურდულს უწოდებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. როგორც დავით მამისეისვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა იგი მზადყოფნას გამოთქვამს დეტალურტად ისაუბროს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე. მამისეიშვილი შავაძის განცხადებების საფუძვლად შურისძიების მოტივს ასახელებს, რადგან ირაკლი შავაძის უვადოდ არჩევა არ მოხდა. დავით მამისეიშვილი აპირებს  ჩანიშნულ შეხვედრაზე ის მტკიცებულებები წარადგინოს, რომელიც მის მიერ მიღებულ გადაწყვტილებების კანონიერებას დაადასრტირებს.

საბჭომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს  თავმდომარე დავით მამისეიშვილი და მოსამართლე ირაკლი შავაძე მას შემდეგ დაიბარა, რაც ისინი ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ.

როგორც იცით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ირაკლი შავაძე უვადო მოსამართლედ არ გაამწესა მოსამართლე ეჭვობს, რომ საბჭომ ეს გადაწყვეტილება დავით მამისეიშვილის ჩარევით მიიღო. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი