ბათუმის დრამატულ თეატრში დარბაზისა და ფოიეს ჭერის მოხატვა სრულდება

01 მარტი 2018, 00:00 2579 ნახვა

ბათუმის დრამატულ თეატრში დარბაზისა და ფოიეს ჭერის მოხატვა დასასრულს უახლოვდება.

განახლებულ თეატრში  მცირე და დიდი სცენა იფუნქციონირებს. მცირე სცენა 110, ძირითადი კი 530 მაყურებელზეა გათვლილი.

თეატრში შეიცვალა სახანძრო სისტემა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახანძრო ავზსს.

სახელმწიფო პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება.

სამუშაოებს ‘’ქართუ ფონდი’’ აფინანსებს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხარჯმა 12 მილიონს გადააჭარბა.

რეაბილიტაცია-რესტავრაცის პროცესი 2015 წლიდან მიმდინარეობს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი