არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა კიდევ ერთხელ გააჟღერა ქართული მხარის მოთხოვნები: მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივი გადმოცემა, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს - ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს მიეცეთ საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის შესაძლებლობა და არ შეექმნას დაბრკოლებები ქართული მხარის მიერ საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებას.