სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მირდატ ქამადაძემ ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე უკუღმა ეკიდა. ბათუმის მერიაში კი განმარტეს, რომ დროშა სწორად ეკიდა და ის ქარმა აღმართვის დროს შეატრიალა, რაც მალევე გაასწორეს.