ნაციონალურმა მოძრაობამ პროკურატურას მიმართა

22 თებერვალი 2018, 00:00 2138 ნახვა

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია აბულაძემ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დეპარტამენტს ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

აბულაძის განცხადებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამარტივებული შესყიდვის წესით ხელშეკრულება გააფორმა შპს „გზასთან.“ კომპანიამ  პროექტის ხარჯთაღრიცვა  და სამშენებლო სამუშაოები უნდა უზრუნველყოს.

აბულაძე ეჭვობს, რომ პროექტი კომპანიაზე იქნება მორგებული. დეპუტატის თქმით,  დამატებითი გზა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარზე მეტი იხარჯება, დენდროლოგიურ პარკში ხეების გადასატანად კეთდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, დამატებითი გზის გაყვანა მოსახლეობამ ითხოვა და ამ შუამდგომლობით მათ ბათუმის მერიამ მიმართა. რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვას, გიორგი სეთურიძის განცხადებით, იგი სამუშაოების დაჩქარებულ ტემპში შესრულებას უკავშირდება და ბრალდება აბსურდულია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი