გამოსახლების პროცესი გადაიდო

21 თებერვალი 2018, 00:00 3201 ნახვა

ქობულეთში ბეჟანიძეების ოჯახის გამოსახლება 6 თვით გადაიდო. მიზეზი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა. ბეჟანიძეებს საცხოვრებელი ბანკმა აუქციონზე გაუყიდა. ოჯახმა ბიზნესის განვითარების მიზნით 2011 წელს  ბანკისგან 180 ათასი დოლარის  ოდენობის სესხი აიღო, მილიონ 200 ათასი ლარის უძრავი ქონების დატვირთვის სანაცვლოდ.

ოჯახმა სესხის დაფარვა ვერ მოახერხა, 2015 წელს  ბანკმა უძრავი ქონება 150 ათას დოლარად გაყიდა. სახლის დაბრუნების მიზნით ოჯახი მზადაა ახალ მეპატრონეს 200 ათასს დოლარი გადაუხადოს, თუმცა საქმეზე მოლაპარაკება გრძელდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი