ბათუმში, 5 წლის განმავლობაში, დაშვებულ ზღვარზე მაღალი 229 შენობა აიგო

20 თებერვალი 2018, 00:00 3302 ნახვა

ბათუმში, ბოლო 5 წლის განმავლობაში, დაშვებულ ზღვარზე მაღალი 229 შენობა აიგო. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სწორედ ამდენი K2 კოეფიციენტის გაზრდის შუამდგომლობით მიმართა მთავრობამ ბათუმის მერიას 2013 წლიდან დღემდე.

რეგიონის ყოფილმა ხელმძღვანელმა არჩილ ხაბაძემ, არასრულ 4 წელიწადში, ბათუმის მერიასთან ინვესტორებს 167 უშუამდგომლა. უცნობია რამდენ მშენებელს უთხრა უარი.

ზურაბ პატარაძემ, არასრულ 2 წელიწადში,  62 ინვესტორს გაუწია რეკომენდაცია.  მთავრობის ინფორმაციით 300 ინვესტორის განცხადება იყო შესული K2 კოეფიციენტის გაზრდაზე.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი