შეჩერების მექანიზმის ამოქმედება არ იგეგმება

19 თებერვალი 2018, 00:00 2491 ნახვა

“საქართველოზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა ვიზალიბერალიზაციას, რიცხვების შესამჩნევად გაზრდის შემთხვევაში ავამოქმედებთ შეჩერების მექანიზმს” – ეს სიტყვები გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს ეკუთვნის.

ცნობილია რომ თავშესაფრის თხოვნით საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიას მიმართავს, ამასთან გაზრდილია კრიმინალური შემთხვევების რაოდენობა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა თავიდანვე გამოთქვამდა მოსაზრებას ამ შესაძლო შედეგთან  დაკავშირებით – მაშინაც კი როდესაც ქვეყანას ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული უვიზო მიმოსვლის უფლება.

მიუნხენიდან დაბრუნებულ მიხეილ ჯანელიძეს დღეს ყველაზე ბევრჯერ სწორედ ვიზალიბერალიზაციაზე მოუხდა საუბარი – საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის რომ კრიმინალებმა საქართველოს არ წაართვან სიკეთე, რასაც ვიზალიბერალიზაცია ჰქვია – რა იგულისხმება ამ ყველაფერში - რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება, როგორია ექსპერტების რეკომენდაციები .

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი