“საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის და თავშესაფრის მოთხოვნის პირობების დარღვევის პრევენციისთვის მთავრობას კონკრეტული ნაბიჯები აქვს დაგეგმილი” ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენში განაცხადა.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, მთავრობის ქმედებების ნაწილია მასშტაბური და ეფექტური საინფორმაციო კამპანიის წარმართვა, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ სწორი აღქმა მოკლევადიანი ვიზიტების პირობებისა და იმ საფრთხეების შესახებ, რაც უკავშირდება მათი მხრიდან არალეგალურ ვიზიტებს და თავშესაფრის უკანონო მოთხოვნებს.