"ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას, როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში"-ეს აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისის განცხადებაა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას.
მხარეებმა რეგიონის უსაფრთხოების საკითხები, რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა განიხილეს.პრემიერ-მინისტრმა ჯეიმსს მატის საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს უმნიშვნელოვანეს წვლილს და ქართველი სამხედროების როლს რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებაში.