“ნაციონალური მოძრაობის “ მოთხოვნა

17 თებერვალი 2018, 00:00 2316 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილი 31-ე ბაღის შენობის ქალაქის მერიისთვის დაბრუნებას მოითხოვს. ნოდარ დუმბაძის განცხადებით, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობა მერიას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა დაბრუნებოდა, თუმცა შენობის გათავისუფლება  2 წლის განმავლობაში არ მოხდა.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ შენობა მართლაც უნდა გადაეცეთ და ამასთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართეს, ბიუროში არ გვპასუხობენ თუ რატომ არ მოხდა 2 წლის განმავლობაში შენობის მერიისთვის გადაცემა და განმარტავენ, რომ შენობის გათავისუფლების საკითხი კონფიდენციალური ინფორმაციაა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი