ოპოზიციის განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წერილობით უპასუხეს. ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით , შპს „ბათუმი თაუერმა“ , რომელსაც ქონება აუქციონის წესით გადაეცა უნდა მოაწყოს არანაკლებ 4 ვარსკვლავიანი 100 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი.
კომპანიამ საპრივატიზებო ღირებულება სრულად, თუმცა ვადის დარღვევით გადაიხადა, ამიტომ როგორც სამინისტროში აცხადებენ „ბათუმი თაუერს“ დაეკისრა შესაბამისი პირგასამტეხლო მილიონ ლარზე მეტი და მის გადასახდელად განესაზღვრა მიმდინარე წლის 1 სექტემბერი.
ეკონომიკის სამინისტროს წერილში ასევე მითითებულია რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა პირობები არის შესრულების პროცესში და არ ფიქსირდება ვადაგადაცილება.