მერკვილაძის 2 ნომერში 5 სართულიანი კორპუსის მცხოვრებლების ნაწილი მრავალბინიან სახლზე აივნების მიშენებას ეწინააღმდეგება. ირწმუნებიან, რომ მშებლობა უკანონოა და ეზოში შესასვლელი გზა ჩაიკეტება. მათივე ინფორმაციით, საერთო კრების ოქმის ხელმოწერები, ამხანაგობის თავმჯდომარემ გააყალბა, შედეგად კი პროექტის განხორციელებაზე მერიამ ნებართვა გასცა. მათ ამხანაგობის თავმჯდომარის წინააღმდეგ საქმე აღძრეს და სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს.
მეზობლების ნაწილი კი მომხრეა პროექტი განხორციელდეს რადგან ამბობენ, რომ ეზოში სხვა ალტერნატიული შესასვლელი არსებობს. ადგილზე მშენებელი კომპანიისა და ზედამხედველობის სამსსახურის წარმომადგენელბი იმყოფებოდნენ. მათი თქმით, სამუშაოებს ნებართვის საფუძველზე ახორციელებენ. კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.