17 თებერვლიდან ბაქოს ქუჩის მიმართულებით ავტომობილები ორი მარშრუტით შეძლებენ გადაადგილებას

16 თებერვალი 2018, 00:00 5010 ნახვა

ბათუმში ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით  ბაქოს ქუჩის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება.

17 თებერვლიდან ქალაქიდან გამსვლელი, ავტოსატრანსპორტო საშუალებები ორი მარშრუტით შეძლებენ გადაადგილებას. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ბათუმის მერია ავრცელებს.

''ქ. ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით,  17 თებერვლიდან ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება. კერძოდ, ქალაქიდან გამსვლელი, ბაქოს ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ორი მარშრუტით შეძლებენ გადაადგილებას: 1. გოგებაშვილი -> შავშეთი -> ერისთავი; 2. გოგებაშვილი -> შავშეთი -> მაიაკოვსკი.

ნებისმიერი ზემოაღნიშნული მარშრუტით ავტოსატრანსპორტო საშუალებები, გოგოლისა და ნონეშვილის ქუჩებისა და ბარცხანის ხიდის გავლით, ცენტრალურ გზას დაუკავშირდებიან. მოძრაობის სქემა უცვლელი რჩება ბათუმში შემომსვლელი ავტოსანტანსპორტო საშუალებებისთვის.

გარდა ამისა, მოძრაობა ცალმხრივი გახდება გოგოლის ქუჩაზე,  მაიაკოვსკიდან ნონეშვილის ქუჩის მიმართულებით.

შეზღუდვები ესტაკადის მშენებლობის დასრულებისთანავე მოიხსნება.

ბოდიშს გიხდით აღნიშნული შეზღუდვებით გამოწვეული დისკომფორტის გამო.'' -ნათქვამია განცხადებაში

ქალაქის ცენტრალურ გზაზე ესტაკადის მშენებლობისთვის 15 მილიონ 297 ათას 410  ლარი დაიხარჯება. ესტაკადა ბათუმის პორტთან, ზუსტად იმ ადგილას უნდა აიგოს, სადაც წლების წინ ხიდი არსებობდა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი