მარგველაშვილი-შტაინმაიერის შეხვედრა

01 ივლისი 2016, 00:00 4007 ნახვა

ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების საკითხი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს საქართველოს პრეზიდენტმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე. იმსჯელეს უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში