20 მილიონამდე დოლარი საცურაო აუზისა და ყინულის მოედნის ასაშენებლად

09 თებერვალი 2018, 00:00 3131 ნახვა

20 მილიონამდე ამერიკულ დოლარს დახარჯავს აჭარის მთავრობა ბათუმში ყინულის არენისა და საცურაო აუზის მოწყობისთვის – ინფორმაციას ახალი ამბების პორტალი On.ge ავრცელებს.

ელექტრონული ტენდერის გარეშე, მთავრობა მომსახურებას სავარაუდოდ კანადური კომპანიისგან პირდაპირ იყიდის, რომელიც სამთავრობო კომისიამ, ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად გამოავლინა.

შპს “სტადიონი” თანხას ეტაპობრივად 4 წლის განმავლობაში გადაიხდის. მშენებლობა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას უკავშირდება, რომელსაც წელს ბათუმი უმასპინძლებს და რომლის აჭარაში ჩატარების შესახებ ცნობილი 4 წლის წინ გახდა, სწორედ 2014 წელს მიიღო ეს უფლება საქართველომ. ბოლო პერიოდში გამოვლენილ მაღალ ინტერესს უკავშირებენ აჭარის მთავრობაში დამატებითი დარბაზის მშენებლობის აუცილებლობას და დაჩქარებულ ვადებში მომსახურების შესყიდვას.

საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ სპორტის სამინისტროს მიერ ბათუმში აგებული კომპლექსი უფრო დიდი უნდა ყოფილიყო, მისი მოცულობის შესახებ კი ახლახანს გაიგო. ფიდე-ს წარმომადგენლების მიერ იანვარში ჩატარებული ინსპექტირების შემდეგ გამოვლინდა რომ საჭიროა კიდევ ერთი დარბაზი.

გამოსავალი კი აჭარის მთავრობამ ამ ფორმით იპოვა. მოკლედ ფაქტია, რომ საორგანიზაციო დეტალები, თან ისეთი როგორიც მსოფლიო დონის მოჭადრაკეების შეხვედრების გამართვის ადგილია – ბოლო წელს ზუსტდება, მაშინ როდესაც რამდენიმე თვეში ქალაქს ათასობით სტუმარი ეწვევა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი