მერია  ოპოზიციას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

09 თებერვალი 2018, 00:00 2700 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს ბათუმის მერია  განცხადებით პასუხობს. უწყება პარტიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. "სპორტულ ბაზაზე პროექტით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სამუშაო შესრულებულია.

ბაზის შენობა ჩაბარებულია ყველა საჭირო პროცედურის დაცვით და სამუშაოების შესრულების ხარისხიანობა დადასტურებულია სამხარაულის ექპერტიზის მიერ. სპორტული ბაზის მოვლა-პატრონობას საფეხბურთო კლუბი ,,დინამო ბათუმი“ უზრუნველყოფს" ნათქვამია განცხადებაში. მერიის ინფრომაციით,  შენობაში სამუშაოებს სწორედ ,,დინამო ბათუმი“ აწარმოებს. ტექსტში აღნიშნულია რომ ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია საჯაროა.  

ამავე კატეგორიაში