ბულვარის ადმინისტრაციამ სანაპირო ზოლში საშხაპეებისა და გასახდელებისთვის ტენდერი გამოაცხადა. 5 ერთული საშხაპე და ამდენივე გასახდელი, როგორც ადმინიტრაციაში ამბობენ, ტურისტების მოთხოვნის შესაბამისად ემატება. ზაფხულისთვის დაგეგმილია შშმ პირებისთვის მთელ სანაპირო ზოლზე ადაპტირებული ბილიკების გაკეთება. ტენდერის ღირებულება 108 ათასი ლარია.