სტიქიის ახალი კერა ქედაში

01 ივლისი 2016, 00:00 4070 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში სტიქიის კიდევ ერთი კერა აღმოაჩინეს, სოფელ ნამონასტრევში გურამ თურმანიძის მისასვლელ სახლთან საავტომობილო ხიდი და გზა წაღებულია, რის გამოც ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მეწყრული პროცესების შედეგად ტერიტორიები სოფელ გეგელიძეებსა და წონიარისში ამ დროისთვის გაწმენდილია. სტიქიამ აქ 7 ოჯახთან მისასვლელი საავტომობილო გზა ჩახერგა და ასევე მოძრაობა შეზღუდა სვანივრის უბნის მიმართულებით. დღეს უნდა დასრულდეს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები ოთხი მთის მიმართულებით. სტიქიის შედეგად მიყენებულ მილიონობით ზარალს ითვლიან აკავეთას საკალმახე მეურნეობაში. მუნიციპალიტეტში ზარალის დათვლა და სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში