ჩარლი ჩაპლინის ''წერილი ჯერალდინას''

04 თებერვალი 2018, 00:00 2360 ნახვა

ჩარლი ჩაპლინის ”წერილი ჯერალდინას’’- ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერა შედგა. ეს პირველი თეატრალური ვერსია, რომელიც  რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა დადგა.

ლეგენდარული მსახიობის და მისი ქალიშვილის თოჯინები სცენაზე მსახიობებმა: ირა ღლონტმა, სოფო ცინცაძემ, ქეთევან სამხარაძემ და მარიკა ბულეიშვილმა გააცოცხლეს. შემოქმედებითი და ტექნიკური ჯგუფები სპექტაკლზე 2 კვირის განმავლობაში მუშაობდნენ.

თოჯინების მხატვარი ვახო ქორიძეა. ტექნიკური რეჟისორი კი ნატა გალოგრე. თეატრმცოდნეებისა და მაყურებლების შეფასებით, წარმოდგენა შინაარსობრივად ღრმა და ემოციური იყო. სპექტაკლი, რომელიც უკვე შევიდა ბათუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეპერტუარში ასევე ლეგენდარული მსახიობის, ჩაპლინის მუსიკითაა გაფორმებული.

ამავე კატეგორიაში