მიკროავტობუსებით მგზავრობა დღეიდან ოფიციალურად გაძვირდა. მოქალაქეებს 40-ის ნაცვლად, 50 თეთრის გადახდა მოუწევთ.
ტარიფი ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით გაიზარდა, წარმომადგენლობით ორგანოს თხოვნით მიკროავტობუსების მძღოლებმა მიმართეს. ისინი საწვავის ფასის მატებაზე საუბრობდნენ.
სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა 6 იანვარს მგზავრობის ტარიფი თვითნებურად გაზარდეს, რასაც მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. ტრანსპორტირების ფასის გაზრდის მიუხედავად, მიკროავტობუსებში მომსახურების ხარისხი არ შეცვლილა.
სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლები მოგვიანებით ბათუმის მერს შეხვდნენ, კონსულტაციების შემდეგ დროებით ტარიფი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა.