''ოჯახში ძალადობის ფაქტებმა იმატა'' - შსს

30 იანვარი 2018, 00:00 3162 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა. 2017 წლის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ოჯახში ძალადობის ფაქტები გაზრდილია. დოკუმენტში წერია, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული რეგისტრირებული დანაშაულის დიდი ნაწილი 126-პრიმა მუხლით გათვალისწინებული ქმედებაა, (რომელიც ოჯახში ძალადობა გულისხმობს).

უწყების წარმომადგენელთა განმარტებით, ‘’დანაშაულის ზრდა გამოწვეულია, ერთი მხრივ, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მასობრივი კამპანიით, რამაც სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვიანობის მაჩვენებელი გაზარდა .

საუბრობენ კიდევ ერთ მოტივზეც, ადრე არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით, ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების პარალელურად, უმეტეს შემთხვევაში, გამოძიება იწყება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული 61.7%-ით გაიზარდა.

მუქარის ფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ოჯახური კონფლიქტის საფუძველზეა განხორციელებული. გაზრდილია როგორც დაზარალებულთა, ასევე, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა (ახლობლები, ნათესავები, მეზობლები) მხრიდან სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვიანობის მაჩვენებელი’’. უწყების წარმომადგენელთა განმარტებით, სამართალდამცავი სტრუქტურების  მხრიდან, ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე მუქარის თითოეულ ფაქტზე დაუყოვნებლივ იწყება გამოძიება მაშინაც კი, როდესაც დანაშაულის შემადგენელი ყველა ნიშანი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2017 წლის დანაშაულების სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, 2016 წელთან შედარებით, დანაშაულის სტატისტიკა 5.4% გაზრდილია და 38 ათასამდე დანაშაულის შემთხვევაა რეგისტრირებული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი