საავადმყოფოს მშენებლობაზე დასაქმებული გარდაიცვალა

29 იანვარი 2018, 00:00 1887 ნახვა

ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, მშენებარე საავადმყოფოში ერთ-ერთი მუშა, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ის ჰოსპიტალში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში