რეგულაციები  თურქეთის საზღვარზე - ელჩის შეფასება

25 იანვარი 2018, 00:00 2438 ნახვა

“არ გვინდა დავაზარალოთ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ყოველდღე გადადიან თურქეთის საზღვარზე, მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ შექმნილი პირობები საკუთარი უფლებების დაცვისთვის,” - ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქული მხარის მიერ შემოღებულ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით საუბარი შედგა საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის და აღნიშნული რეგულაცია დროებით შეჩერდა. საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს, შესაბამისი შეთანხმების მიღწევამდე ახალი რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება.

ამავე კატეგორიაში