‘’ბახალასთვის’’, ‘’ყველა ერთისთვის’’ - ბათუმში არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს

25 იანვარი 2018, 00:00 3622 ნახვა

''არ დასაჯო იზრუნე'', ''ხმაურის დროა'', ''ვითონ ჩაიდეთ“, ‘’ბახალასთვის’’, ‘’ყველა ერთისთვის’’, ‘’აქ ჩემი ტომი დგას’’ -  ბათუმში, ევროპის მოედანზე შეკრებილები  ამ ტრანსფარანტებით  არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკას  აპროტესტებდნენ.

ბათუმის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი რეჟისორი გიორგი ქათამაძე ამბობს, რომ  "თეთრი ხმაურის მოძრაობის მოთხოვნებს" მთლიანად ეთანხმება და "ბახალას" და წიქარიშვილის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას ითხოვს.

აქციის ორგანიზატორები ითხოვენ:

1. გიორგი გორგანაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან;

2. გათავისუფლდეს „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი;

3. კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ საქმეში მონაწილე პოლიციელები;

4. უმოკლეს ვადებში შეიცვალოს რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა. 5. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიჩინოს კეთილი ნება, გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება და დაგვიბრუნოს გიორგი გიორგანაშვილი.

გიორგი გიორგანაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში