„ichange.gov.ge“ ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს პეტიციების განთავსება უკვე ახალ ელექტრონულ პორტალზე შეეძლება. თუ პეტიცია 30 დღის განმავლობაში 10 000 ხელმოწერას მოაგროვებს მთავრობას მისი განხილვის ვალდებულება ექნება. პორტალის წესებისა და პირობების პრეზენტაცია არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ გაიმართა.