აჭარის განათლების სამინისტრო მაღალმთიანი აჭარის სკოლებში არსებული 4 ვაკანტური ადგილის შესავსებად უცხო ენის პედაგოგებისთვის კონკურსს აცხადებს. “ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის” პროგრამის ფარგლებში შერჩეული პედაგოგები ხელფასზე დამატებით 1000 ლარს მიიღებენ, აქამდე კი პედაგოგს 450 ლარი ემატებოდათ.
ამ შემთხვევაში კონკურსი ინგლისური ენის პედაგოგებს ეხება, თუმცა ცნობილია, რომ სკოლებში სხვა სპეციალობის მასწავლებლების დეფიციტიცაა, მაგალითად საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით, რასაც დროებითი მოვალეობის შემსრულებლები ითავსებენ.