აჭარულ სამზარეულოსა და ტურისტულ პოტენციალს ბელარუსში პოპულარული კულინარიული გადაცემის „50 რეცეპტის“ მაყურებელი გაეცნო. აჭარულ კერძებს, ფოლკლორსა და ტურისტულ პროდუქტებს 4 გადაცემა მიეძღვნა.
გადაცემა ბათუმის ქუჩებსა და სხვადასხვა ტურისტულ ადგილას ჩაიწერა. გადაცემის მ წამყვანები აჭარაში მოგზაურობენ და მაყურებელს სხვადასხვა კერძის მომზადებას ასწავლიან, ასევე ტურისტული ღირსშესანიშნაობების და პროდუქტების შესახებ ესაუბრებიან.