საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, კონტრაქტორი კომპანია უკვე გამოვლენილია და ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება.
პროექტის თანახმად, დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ - ბეტონის გზის, 19 სახიდე გადასასვლელისა და 5 გვირაბის მშენებლობა. ზურაბ ალავიძის განმარტებით, აპრილში გზის მშენებლობა ხულო - ზარზმის მიმართულებითაც დაიწყება. აჭარაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე კომენტარი ბათუმში გაკეთდა.