შტორმმა ზიანი გონიოს სანაპირო ზოლსაც მიაყენა. გაწმენდითი სამუშაოები აქ ცოტა ხანში დაიწყება, სადაც ტექნიკა ბათუმის ახალი ბულვარიდან გადაინაცვლებს.

სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები დილიდან წმენდნენ ახალი ბულვარის სანაპირო ზოლს ქვა-ღორღისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, შტორმის შედეგად სანაპიროს ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა. ღამით ბათუმში 5 ბალიანი შტორმი იყო.