ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები მინსკში დააკავეს

19 იანვარი 2018, 00:00 3296 ნახვა

ბელორუსში, მინსკის აეროპორტში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გელა ქარდავას იგივე ,,გელა გალსკისა" და სულიკო შარიქაძეს, იგივე ,,სულიკო თბილისკის", ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,  17 და 18 იანვარს აიყვანეს.  კრიმინალურ სამყაროში მათ ე.წ. კანონიერი ქურდების სტატუსი აქვთ.

უწყების ცნობით, დაკავებულ ქარდავას სხვა ადამიანის სახელზე გაცემული რუსული პასპორტი აღმოაჩნდა. დაკითხვის დროს მან განაცხადა, რომ ბელორუსში 16 იანვარს რუსეთიდან ჩავიდა, შემდეგ კი სტამბოლში კანონიერი ქურდების შეკრებაში უნდა მიეღო მონაწილეობა.

1973 წელს დაბადებული სულიკო შარიქაძე ბელორუსში რეგისტრაციისა და საიმიგრაციო ბარათის გარეშე იმყოფებოდა.

‘’დაკავებული ქვეყანაში, რუსეთიდან ავტომობილით შევიდა. იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო შენახვის გამო, ის   გასული წლის 7 დეკემბრამდე   სასჯელს იხდიდა“, - ნათქვამია ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სოფო ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი