ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. დღეს წყალი ეკურთხება.
წირვის დასრულებამდე სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე შეასრულებს. უწმინდესი ახლად ნაკურთხ წყალს ტაძარში მლოცველებს ასხურებს.
საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქი შეკრებილებს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ამ დღეს ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა.