ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას? - NDI-ის კვლევის მიხედვით, ამ კითხვაზე გამოკითხულთა 27 პროცენტი ამბობს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.
3% ნაკლები, გამოკითხულთა 24% კი აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას.
15%-მა არ იცის, 13 პროცენტს უარი აქვს პასუხზე.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას გამოკითხულთა 10% მისცემდა, ევროპულ საქართველოს – 3%, სხვა პარტიებს – 7%.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი გამოაქვეყნა.
საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით 2 298 პირისპირი ინტერვიუ ჩაიწერა წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.