ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიის ლაურეატი მსახიობი მაია ცეცხლაძე გახდა

16 იანვარი 2018, 00:00 3244 ნახვა

ბათუმელი მსახიობი მაია ცეცხლაძე ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა. მსახიობი ქართული თეატრის დღეს დაჯილდოვდა. პრემია სპექტაკლ „ედიტ პიაფში“ მთავარი როლის შესრულებისთვის გადაეცა.

"საქართველოს თეატრალური საზოგადოება" თეატრის მოღვაწეებს ყოველ  წელს  აჯილდოვებს. სხვადასხვა სახელობითი პრემიით.

პრემია მსახიობს ქართული თეატრის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის  ბოლო სამი წლის განმავლობაში შექმნილი თეატრალური როლისთვის ენიჭება.

სახელობითი პრემია მეორედ არ გაიცემა.

ამავე კატეგორიაში