განათლების მინისტრის მოადგილედ ყოფილი ვიცე-მერი დაინიშნა

16 იანვარი 2018, 00:00 3534 ნახვა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. თანამდებობა ბაგრატ მანველიძემ დაიკავა, ის ბათუმის ვიცი-მერი იყო.  

ინფორმაცია, განათლების სამინისტროს პრესსამსახურში დაადასტურეს. მანველიძე უფლებამოსილების განხორცილებას  დღეს შეუდგა.

სამინისტროში კიდევ ერთი მოადგილის პოზიციაა ვაკანტური. როგორც ცნობილია, სულიკო თებიძემ თანამდებობა დატოვა, ის ‘’ქართული ოცნების’’ კვოტით თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა. სულიკო თებიძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეა.  ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას.

ბაგრატ მანველიძე ბათუმის მერიაში 2014 წლიდან მუშაობდა. ის რამდენიმე თვის წინ, თენგიზ პეტრიძემ ჩაანაცვლა. 

სამი მოადგილის პოზიციაა თავისუფალი სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ავთანდილ მესხიძეს მხოლოდ ერთი მოადგილე ჰყავს. ეკონომიკაში კი ყველა პოზიცია შევსებულია, ამ სამინისტროს სოფლის მეურნეობისგან განსხვავებით სულ სამი მოადგილის შტატი აქვს დაშვებული. 

ახალი მოადგილე დანიშნა გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. რუსუდან შავიშვილის ბიოგრაფია სამედიცინო სფეროს უკავშირდება, უფრო ადრე კი ასლან აბაშიძის მეუღლის მაგული გოგიტიძის ფონდს ხელმძღვანელობდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი