თავდაცვის მინისტრი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

16 იანვარი 2018, 00:00 1500 ნახვა

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს უმასპინძლა. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობა, არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელება და მიმდინარე წლის  თანამშრომლობის საკითხები  განიხილეს.


როზარია პულისმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე  საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. როზარია პულისმა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის პოსტზე 2018 წლიდან უილიამ ლაჰიუ შეცვალა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი