სახალხო დამცველი მაჩალიკაშვილის ოჯახს შეხვდა

16 იანვარი 2018, 00:00 1855 ნახვა

გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს სახალხო დამცველი შეხვდა. სახალხო დამცველი სამართალდამცველ სტრუქტურებს მაჩალიკაშვილების ოჯახთან შუამავლობას სთავაზობს.  ნინო ლომჯარიასა და მაჩალიკაშვილებს შორის შეხვედრა  დახურულ კარს მიღმა საათნახევარს გაგრძელდა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, გამოძიების სწორად წარმართვისთვის საქმეში ომბუდსმენისა და საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია. ნინო ლომჯარიას განცხადებით მან ოჯახისგან  დეტალური ინფორმაცია მიიღო სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველი პანკისში დღეს ჩავიდა. იგი  ამ წუთებში სოფელ დუისში ადგილობრივ პედაგოგებსა და უხუცესთა საბჭოს წევრებს ხვდება. შეგახსენებთ, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი